სტუმრად ჩვენს ეთერში: ია ბახტაძე და ეკა იმერლიშვილი

11 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე, "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წარმომადგენლები. მათ ილაპარაკეს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის პრობლემების აქტუალიზაციის მნიშვნელობასა და აქცია-მსვლელობაზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა თბილისში სახელწოდებით - "არ დავთმოთ ღამე", რომელიც საერთაშორისო კამპანიის ნაწილია. თბილისში გამართული აქციის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა საჯარო სივრცეებში ქალებისა და გოგოების სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის საფრთხეებისადმი. მსვლელობის დაწყების ადგილი საგანგებოდ შეირჩა - ეს იყო გმირთა მოედანთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. მსვლელობა დასრულდა "ახალი მზიურის კაფეში", სადაც გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ნადირობის ველი“ ჩვენება და დისკუსია.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე "დილის საუბრებში"