ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე: "ჩვენი პოლიტიკური მონაწილეობის უფლება არ ნიშნავს თქვენი პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვას"

8 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები. მათ ილაპარაკეს ქალთა საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე - "ფემინის-ტური: მსვლელობა ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად". სტუმრებმა ილაპარაკეს იმ ქალებზე, რომლებმაც საუკუნის წინ ბევრი გააკეთეს ქალთა უფლებებისთვის საქართველოში და რომელთა ღვაწლიც უსამართლოდ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გადაწყვიტა 8 მარტს მსურველებისთვის შეეთავაზებინა ტური თბილისში, რომლის დროსაც გაიხსენებდნენ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათი ხმა გაეგონა საზოგადოებას და იბრძოდნენ საზოგადოების განვითარებისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა იმერლიშვილი და ია ბახტაძე "დილის საუბრებში"