12 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ პაატა შამუგია, პოეტი და ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მათ ილაპარაკეს ახალ კამპანიაზე, რომელიც გასული კვირის ბოლოს დაანონსდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას ისახავს მიზნად. 9 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც 73 ხელმომწერი ჰყავს, ჩამოთვლილია 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაზეც საზოგადოება იწვევს ხელისუფლებას: 1. პრემიერმინისტრთან შეხვედრა; 2. პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარება; 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომა; 4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარება 2017 წლის საქმიანობაზე; 5. საზოგადოებრივი მაუწყებლის და მათ შორის, სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის გადახედვა და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილება; 6. საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოზე უარის თქმა. ეკა გიგაურმა და პაატა შამუგიამ ილაპარაკეს იმ მიზეზებზე, რამაც ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია გამოიწვია.
Your browser doesn’t support HTML5