სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ამაშუკელი და დიანა ლეჟავა

Your browser doesn’t support HTML5

30 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დიანა ლეჟავა და მარიამ ამაშუკელი, "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" წარმომადგენლები. მათ ილაპარაკეს ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის შედეგებზე.

Your browser doesn’t support HTML5

დიანა ლეჟავა და მარიამ ამაშუკელი "დილის საუბრებში"

"სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა" "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა ვრცელი გამოკვლევა - "ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები". ავტორებს სურდათ გაეგოთ რა რეფორმების განხორციელებას შეუწყო ხელი საქართველოს მიერთებამ ბოლონიის პროცესთან? როგორ განხორციელდა ეს რეფორმები და რა გამოწვევების წინაშე არიან უმაღლესი განათლების პროცესის მონაწილეები? 1999 წელს ბოლონიაში ევროპის 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომლითაც გამოხატეს მზადყოფნა შეექმნათ განათლების ერთიანი ევროპული სივრცე. დღეს ბოლონიის პროცესში ჩართულია 47 ქვეყანა, საქართველო - 2005 წლიდან. "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროცესში მონაწილეობის ეფექტიანობას დიდად განაპირობებს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონდომება, სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოს მათი მოქმედებისთვის. გამოწვევათა შორის უპირატესად სახელდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა.