სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით კეშელავა

დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი

17 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა სესხების გალარების პროგრამაზე და მის სავარაუდო ეკონომიკურ ეფექტზე. დავით კეშელავამ ჩამოთვალა ის ფაქტორები, რასაც ის გაითვალისწინებდა სესხის გალარებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა სესხების გალარების გამოცხადებულ და მოსალოდნელ შედეგებზე მსესხებლების, ბანკებისა და ეკონომიკისთვის. დავით კეშელავას შეფასებით, სესხების გალარებაში მონაწილეობის უფლების მინიჭება იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 2015 წლამდე 100 ათას ლარს არ აღემატებოდა, გარკვეული თვალსაზრისით უსამართლოა. წლიური შემოსავლის ზედა ნიხრის მნიშვნელოვანი დაწევა, მეტად სოციალურს გახდიდა პროგრამას. პროგრამის პლუსი ის არის, რომ გალარების შემთხვევაში მსესხებელი აღარ ინერვიულებს გაცვლითი კურსის ცვლილებაზე და შესაძლებელია ამან შეასუსტოს ლარის კურსის შესაძლო ვარდნის გამო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება. თუმცა, არსებობს რისკი, რომ ლარის გამყარების შემთხვევაში სესხის გამლარებელი წაგებული დარჩეს.

Your browser doesn’t support HTML5

დავით კეშელავა "დილის საუბრებში"