7 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გურამ იმნაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პერსპექტივაზე. ცნობილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია როგორც თავად კანონმდებლებში, აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობას შორის. გურამ იმნაძე შეეხო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხარდამჭერი კამპანიის გამოწვევებსაც. სტუმარმა ილაპარაკა რეფორმის იდეის სწორად აღქმის პრობლემაზე და რისკებზე, რასაც არსებული პოლიტიკის გაგრძელება ქმნის. "დილის საუბრების" ამ ნაწილის დასასრულს გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო ლევან კობერიძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე ყველა ინტერესთა ჯგუფის პოზიციების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე. 8 ნოემბერს თბილისში გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის, პარლამენტის, მთავრობის, სასამართლოს, პრეზიდენტის აპარატის, სახალხო დამცველის აპარატის, სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
Your browser doesn’t support HTML5