ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით

Your browser doesn’t support HTML5

ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური მმართველობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი მემკვიდრეობა, საყდრისის აფეთქება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, მშრომელი ხალხის სისტემური ჩაგვრა, სამთავრობო გულგრილობა ეკონომიკური სასოწარკვეთის მიმართ, პოლიტიკური ჰომოფობია, საპატრიარქოს ბერკეტები საერო ხელისუფლებაზე, „ისტორიის დასასრული“, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია, ბობ დილანი, უილიამ შექსპირი და (თვით)ცენზურა, რომლის მარწუხებისგან ჯერაც ვერ გავთავისუფლებულვართ − ამ და არაერთი სხვა საკითხის გაშუქება მოუწია თავისი ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში გადაცემა ინტერVIEW-ს. ამ საგანგებო, საინტერნეტო გამოშვებაში, რომელშიც, დროის სიმცირის გამო, ბევრი მნიშვნელოვანი თემა თუ სტუმარი ვერ მოხვდა, რამდენიმე ნაწყვეტს გავიხსენებთ. ამით ერთგვარ ანგარიშს ვაბარებთ ჩვენს ერთგულ აუდიტორიას და ახლა უკვე საბოლოოდ გემშვიდობებით.