12 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "პარტიზანული მებაღეობის" ერთ-ერთი წევრი, ნატა ფერაძე. პარტიზანი მებაღეები უკვე ორი წელია აქტიურად იცავენ თბილისში გამწვანებულ სივრცეებს სხვადასხვა აქტივობებით. 2015 წლის 27 დეკემბერს გამართეს ბოლო აქცია, რომელიც ერთგვარი გაფრთხილება იყო ქალაქის ხელმძღვანელობისთვის, არ დაუშვან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. სტუმარმა ისაუბრა იმაზე, აღმოჩნდა თუ არა "პარტიზანების" მაგალითი გადამდები სხვა მოქალაქეებისთვის, ვის რისი დაცვა შეუძლია საკუთარ ქალაქში, რა პრობლემებია გამწვანების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემური ამ დროისთვის თბილისსა და მის შემოგარენში და რამდენად კარგად არის დაგემგილი მწვანე პოლიტიკა საქართველოში.
Your browser doesn’t support HTML5