რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე. მან ილაპარაკა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, რომელშიც ეს ორგანიზაციები ქორეპისკოპოსი იაკობის საკვირაო ქადაგებაზე რეაგირებას ითხოვენ. ამ ორგანიზაციების აზრით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს, კანონსაწინააღმდეგო აგიტაციისნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.
Your browser doesn’t support HTML5