„ამ ეტაპზე რაც დადასტურებულია, დიდი ალბათობით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება გამოიწვა სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იური ვაზაგაშვილის სიკვდილის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ვაზაგაშვილი სამშაბათს მკვდარი იპოვეს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავთან. ირაკლი შოთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა კობა ლიკლიკაძე.
Your browser doesn’t support HTML5