საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2014 წლამდე არ იგეგმება ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის „საგრძნობი შემცირება“. 4 ივნისს ბრიუსელში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში, ალასანიამ განაცხადა, რომ უნდა შესრულდეს ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ იკისრა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად იწყებს ავღანეთში ახალი მისიის დაგეგმვას. გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან.
Your browser doesn’t support HTML5