ჩვენი სტუმარი: გიორგი კლდიაშვილი
Your browser doesn’t support HTML5
8 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის" კოორდინატორი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების გაჭიანურებულ პროცესზე. 7 იანვარს გავრცელდა საზოგადოების წარმომადგენელთა პეტიცია, რომლითაც ისინი პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ მეურვეები შესარჩევი კომისიის მიერ უკვე დასახელებული 27 კანდიდატიდან აირჩიონ და "ხმა მისცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას პოლიტიკური კონტროლისგან".