სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან

Your browser doesn’t support HTML5

როგორ იცვლებოდა პოლიტიკური, რელიგიური თუ საზოგადოებრივი მორალის სახელით განხორციელებული ცენზურის ფორმები პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში? როდის და რა მიზნით ლაპარაკობენ ხოლმე ცენზორები „ხალხის“ სახელით? რამდენად ქმნის ავტორიტარიზმის ინერცია „ცენზურის ანონიმურ ველს“ და რამდენად აძლიერებს შიშს ძალაუფლების ვერტიკალების მიმართ? რატომ სჭირდება საზოგადოებას ისეთი ხელოვნება, რომელიც არყევს არსებულ მორალურ წესრიგს, არღვევს ტაბუებს და საზოგადოებას არ აძლევს უსაფრთხო, კომფორტის ზონაში დარჩენის საშუალებას? გადაცემა ინტერVIEW-ს უკანასკნელ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მასპინძლობს გიორგი გვახარიას - ხელოვნებათმცოდნეს, კინოკრიტიკოსს და ჟურნალისტს.