22 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ასათიანი, კოალიციის ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” თავმჯდომარე. მან ილაპარაკა კოალიციის განზრახვაზე პოლიტიკურ ძალებს გააცნონ რეკომენდაციები, რომლებიც კოალიციამ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შეიმუშავა.