10 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ბექა ირემაშვილი, რომელიც ველოსპორტით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ველოტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. რამდენად არის საქართველოში ველოტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, იზრდება თუ არა სპორტის ამ სახეობით დაინტერესება, რა უსაფრთხოების ნორმების დაცვაა საჭირო მთებში ველოსიპედით სიარულისას და რომელ რეგიონებშია ყველაზე მოხერხებული ადგილები ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის - სწორედ ამ თემებზე საუბრობდა სტუმარი.