ჩვენი სტუმარი: თინათინ ბოლქვაძე
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის მენეჯერი თინათინ ბოლქვაძე. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე და ფონდის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც საკუთარი საქმიანობით ემსახურება „დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას".