ინტერნეტი რეგიონებში

ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიხედვით, ქვეყნის 2 000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება - მათ შორის ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც აქამდე ინტერნეტი არ ყოფილა.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერნეტი რეგიონებში

პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ინტერნეტიზაციის არსებულ მდგომარეობასა და სახელმწიფო პროგრამის მიზნებზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს გარდაბნიდან, ლაგოდეხიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან.