დამთავრდა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი

Your browser doesn’t support HTML5

9 დეკემბერს თბილისის კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები. ფესტივალის მთავარი ჯილდო − „ოქროს პრომეთე“ − საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო ფილმისთვის მიენიჭა შვედურ ფილმ „ყორნებს“ (რეჟისორი - იენს ასური). საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის პრემია მოიპოვა ანა ურუშაძის „საშიშმა დედამ“. ფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ პრემიერით.