ინკლუზიური სწავლება ქუთაისის ბაგა-ბაღებში

ქუთაისში არსებული 37 ბაგა-ბაღიდან, ინკლუზიური სწავლების სპეციალური კურსი, მხოლოდ შვიდი ბაღის პედაგოგებმა და აღმზრდელებმა გაიარეს. ბაღების უმრავლესობაში განსაკუთრებული შესაძლებლობების ბავშვებთან მუშაობას ფსიქოლოგები პირადი გამოცდილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მცირეა იმ აუცილებელი ინვენტარის რესურსი, რაც მათ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების განვითარებაში დაეხმარებათ.