ინგა ანდღულაძე-ცრენერი გერმანიაში, შტუტგარტში, ძიძად წავიდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. იქვე ისწავლა გერმანული და შემდეგ ვეტფალიის ვილჰელმის სახელობის მიუნსტერის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამა გაიარა, გერმანული სამართლის განხრით.
Your browser doesn’t support HTML5
„უხილავი ფარდის“ სტუმარი ახლა სწავლობს შტუტგარტის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების პედაგოგიკის ფაკულტეტზე და, პარალელურად - შტუტგარტის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. ინგა ანდღულაძე-ცრენერს, ოქროპირ რუხაძე ესაუბრება ხატვის, ხელოვნების პედაგოგობაზე, საქართველოს განათლების სისტემის შესახებ, გერმანიაში ინტეგრაციაზე. რა უნდა ასწავლოს და როგორ ხატვის, ხელოვნების მასწავლებელმა, ამ კითხვით დაიწყო ინტერვიუ.