ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში

აგვისტოს დასაწყისში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა ივლისის და გასული 7 თვის ინფლაციის მაჩვენებლები შეაჯამა. მათი ინფორმაციით, 2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0,2 პროცენტი, ხოლო, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე), 1,5 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,7 პროცენტით გაიზარდა.

Your browser doesn’t support HTML5

ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საინტერესოა, რომ, გასული თვეებისგან განსხვავებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (7,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით. ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,9 პროცენტი); ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12,7 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი).

თუ მთლიანად წლის მაჩვენებლებს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ აქ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაში არა ტრანსპორტის, არამედ სხვა სასაქონლო ჯგუფები თამაშობდნენ უფრო მნიშვნელოვან როლს.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (20,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

გაიზარდა კომუნალური ტიპის ხარჯიც - საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,1-პროცენტიანი მატება. ფასები ძირითადად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,2 პროცენტი);

ბოლო წლების მანძლზე უკვე ტრადიციულად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის ღირებულება: ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

მიუხედავად ივლისში ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდისა, წლიურ ინფლაციაზე ამ ჯგუფმა შემაკავებელი ეფექტი მოახდინა: ტრანსპორტის ჯგუფზე ფასების 8,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე. ფასები ძირითადად შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-14,2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,0 პროცენტი).