თურქეთში დაპირისპირებული საფეხბურთო გუნდების ქომაგები ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანდებიან
საფეხბურთო გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი ცოტა ხნით გადამწვარ სამარშრუტო ტაქსიში ისვენებს. ლუდს სიამოვნებით შეექცევიან ტაქსიმის მოედანზე გამართული აქციების მონაწილეები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, მცდელობის წინააღმდეგ, შეზღუდოს ალკჰოლიანი სასმელების გაყიდვა. ერთ-ერთი საპროტესტო სიმღერა პრემიერ-მინისტრს სატირულ სადღეგრძელოსაც კი უძღვნის.
დემონსტრანტები ტაქსიმის მოედანზე, საპროტესტო აქციების მეცხრე ღამეს, 8 ივნისს.
საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის” გულშემატკივრები, გუნდის ემბლემაზე ასო ”ა”-ს ანარქისტების სიმბოლოთი გამოსახავენ.
ტაქსიმის მოედანთან: თურქეთის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის ქომაგები ერთად ილაშქრებენ პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ; "ბეშიქთაშის" - შავსა და თეთრ ფერებში, "ფენერბაჰჩესი" - ყვითელსა და შავში, ხოლო "გალათასარაისა", თურქეთის ყველაზე წარმატებული კლუბისა - წითელსა და ყვითელ ფერებში.
ნამიქ ქემალ ბორა გონულულეროღლუს "გალათასარაის" მაისური აცვია. მისი თქმით, საერთო იდეის გარშემო დაპირისპირებული გუნდების გაერთიანება არასდროს უნახავს: "ჩვენ უფლებებს გვართმევენ და ამის ხმამაღლა თქმის უფლებაც არ გვაქვს.”
"ფენერბაჰჩეს" გულშემატკივარი ღამით, ტაქსიმის მოედანთან.
"ფენერბაჰჩეს” გულშემატკივრები ლუდით ხელში ხან საფეხბურთო სიმღერებს მღერიან, ხანაც პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ მიმართულ მოწოდებებს გაიძახიან.
თურქეთის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის შარფებთან ერთად გამოფენილია მუსტაფა ქემალ ათათურქის, თურქეთის სახელმწიფოს დამაარსებლის, სურათი.
თურქეთის მთავარი საფეხბურთო გუნდების ფერები - ყვითელი ("ფენერბაჰჩე"), წითელი ("გალათასარაი") და შავი ("ბეშიქთაში"). ქიშპობა მათ ცოტა ხნით გვერდზე გადადეს და გასულ კვირაში ერთად შეურთდნენ ტაქსიმის მოედანზე დაწყებულ საპროტესტო აქციებს.