2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ოთხი ძირითადი პრიორიტეტი, რაშიც ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი იხარჯება, ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, თავდაცვა, რეგიონალური განვითარება და განათლებაა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობენ მოქალაქეები საბიუჯეტო თანხების განაწილების შესახებ.