უსახლკაროები უთავშესაფროდ
Your browser doesn’t support HTML5
10 დეკემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოშიც იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ უსახლკაროებს. იქ უკვე ერთი წელია, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს 55 ოჯახი. მართალია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია უსახლკაროების თავშესაფრით უზრუნველყოს, მაგრამ ხშირად ეს კანონი არ სრულდება. უსახლკაროთა რიცხვზე არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. ექსპერტთა ვარაუდით, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს.