თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნა

Your browser doesn’t support HTML5

27 იანვარს, თბილისში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე სახალხო დამცველი და სხვა სტუმრებიც. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფათ მათ სანთლებიც დაანთეს. შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარსულის ხსვოვნა აუცილებელია იმისთვის, რომ ის არ განმეორდეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლოკოსტის შედეგად ნაცისტების მიერ ექვს მილიონზე მეტი ადამიანი განადგურდა.