კლინტონის ფონდის შეცდომები და საპრეზიდენტო კანდიდატის გამოწვევები

კლინტონის ფონდი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნების მთავრობებიდან მიღებული შემოწირულეობების აღრიცხვის დროს „შეცდომები“ იქნა დაშვებული მაშინ, როცა ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. ეს საკითხი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში შესაძლოა მისთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს.

ფონდის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა მაურა პოლიმ განაცხადა, რომ ფონდი გადახედავს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდილ გადასახადებს და შემოწირულობების დათვლის შემდეგ დამატებით გადასახადებს გადაიხდის.

ამ ინციდენტის გამო ამერიკაში კლინტონის ფონდის გამჭვირვალობა სავარაუდიდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამასთან, საუბარია სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტზეც, რომელიც 2009-2013 წლებში ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს შეიძლება წარმოჭრილიყო.