კოლხური ბზა და ერთი მოსწავლის ინიციატივა
Your browser doesn’t support HTML5
„წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. სოკოვანი დაავადების შედეგად განადგურებულია ბზის კორომების დაახლოებით 90 პროცენტი. სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღეისთვის თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის სკოლის მოსწავლემ, 16 წლის სანდრო ნარსიამ, კოლხური ბზის გადარჩენა გადაწყვიტა: საკუთარი სახლში მან 200 ნერგი ბზა დააკალმა და 1300 მარცვალი დათესა. სანდრო ნერგების გაჩუქებას და ამ გზით კოლხური ბზის გადარჩენას გეგმავს (ავტორი: თეა თოფურია).