ადიგენის მუნიციპალიტეტში გუშინ, დაახლოებით დღის 3 საათისთვის სეტყვა მოვიდა. ძლიერმა სტიქიამ სოფელ უდის, კახარეთისა და ზაზალოს ტერიტორიები დააზიანა. განადგურდა კარტოფილის, კომბოსტოს, კიტრის, სიმინდისა და სხვა კულტურები. გარდა ამისა, დაზიანდა ხეხილის ნარგავები, მიწაზე დაცვივდა ახალი ნაყოფი. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი ზარალი ამ მხარეში წინა წლებში არ უნახავთ. სტიქიის შემდეგ ნარგავებში სეტყვის საფარი 2 სანტიმეტრს აღემატებოდა.
ძლიერმა სტიქიამ სოფლების გარკვეული ტერიტორიები დააზიანა. მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობის გამო, სეტყვის დროს მოსულმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები და ცხოველთა სადგომები დატბორა. ადგილობრივების განმარტებით, დაზიანებული მცენარეებისა და ხეხილის გადარჩენა შეუძლებელია. გარდა ამისა, დაგვიანებულია ბოსტნეულის ახალი ნერგების გამრავლება.
უდის, ზარზმისა და კახარეთის დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სანახავად დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სოფლებში იმუშავებს. დაზიანებული ტერიტორიების აღწერის შემდეგ მონაცემებს ადიგენის მუნიციპალიტეტი შეაჯამებს და მთავრობას გადასცემს. მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის განმარტებით, მოსახლეობისათვის კომპენსაციების გადაცემა ცენტრალურ მთავრობაში უნდა გადაწყდეს.
,,ჩვენ ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ“, – ამბობს ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი. 6 ივნისის სეტყვის შედეგად სოფლებში დაზიანებული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარია. სტიქია მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იყო, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი არსად დაფიქსირებულა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ამბობენ, რომ მოსახლეობის კომპენსაციებთან დაკავშირებით ისინი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.