გვაკვირდებიან ჭკვიანი ვიდეოკამერები

Your browser doesn’t support HTML5

1 ნოემბრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლებს ჭკვიანი ვიდეოკამერები დააჯარიმებენ. პირველ ეტაპზე ავტომატურ რეჟიმში აღირიცხება ხუთი ყველაზე აქტუალური დარღვევა: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და სიჩქარის გადაჭარბება. ავტომაგისტრალებზე მოძრაობის სიჩქარეს სპეციალური რადარები გამოიანგარიშებენ დროისა და მანძილის მიხედვით. 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ასევე ჯარიმების გადახდის ახალი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. ჭკვიანი კამერების ობიექტივებში ქვეითად მოსიარულეებიც მოხვდებიან. კანონი შეგვახსენებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს არ უნდა დაზარალდეს ადამიანის უფლებები.