საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. არხის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბარათაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 4 მარტს, გვიან საღამოს, გაათავისუფლა. საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა არხის თანამშრომელთა ნაწილისთვის და საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს მიმართავს. ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელში გასული კვირის პარასკევს დაიძაბა - მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი დაითხოვა. 1 მარტის შემდეგ მხარეები ერთმანეთის პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე მეორედაა ვაკანტური. ამჯერად ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მივლინებაში ყოფნისას შეიტყო და მაშინვე საქართველოში დაბრუნდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის არხის წარმომადგენელ მხარდამჭერ თანამშრომლებთან ერთად წარდგა, განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სასამართლოში გაასაჩივრებს. გიორგი ბარათაშვილმა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს შეახსენა, რომ 25 დეკემბერს ის სწორედ იმის გამო აირჩიეს, რომ კარგი მენეჯერია და 4 თებერვალს საბჭომ მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაც დაამტკიცა, ზუსტად ერთი თვის თავზე კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
”ამ რეორგანიზაციის პერიოდში, ჩემდა სამწუხაროდ, ტელევიზია დატოვა 143-მა ადამიანმა და როცა ჩვენ დავიწყეთ და იყო ლაპარაკი ერთ კონკრეტულ ადამიანზე და ერთ საკადრო გადაადგილებაზე და არა გაშვებაზე სამსახურიდან, მოხდა ის, რაც მოხდა. სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობიდან ”,- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა, რომლისთვისაც მიუღებელია ის, რომ კოლექტივის ბედს სამეურვეო საბჭოში შემავალი რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
გიორგი ბარათაშვილის სიტყვებით, მისი ბედი გადაწყვიტა იმან, რომ 1 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი. თავის მხრივ, ხათუნა ბერძენიშვილმა გასული კვირის პარასკევს გიორგი ბარათაშვილი პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. მისი სიტყვებით, ბარათაშვილი არხის საინფორმაციო პოლიტიკაში უხეშად ერეოდა და ხელისუფლების საქმიანობის პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებას მოითხოვდა:
”ჩემგან მიღებული უარის შემდეგ იყო რამდენიმე წინადადება. ერთი, მან შემომთავაზა ფული; მეორე, შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე, რაც დღესაც ძალაში რჩება და, მესამე, თუ მე ამ ორი პირობიდან ერთ-ერთს არ დავაკმაყოფილებდი, ბუნებრივია, ის მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას”.
გიორგი ბარათაშვილის მიერ ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება არხის სამეურვეო საბჭომ შეაფასა როგორც მაუწყებლის დამოუკიდებლობაში ჩარევა და ამის გამო 4 მარტს, გვიან საღამოს, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ განაცხადა:
”საბჭო ვალდებულია მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია. ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი”.
არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლების არგუმენტად დასახელდა ასევე მისი სუსტი მენეჯმენტი. საბჭოს ეს არგუმენტაცია კრიტიკის საგანი გახდა. კითხვები ამასთან დაკავშირებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელს ნათია კაპანაძესაც აქვს. მისი სიტყვებით, არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლებით სამეურვეო საბჭომ კიდევ უფრო გააღრმავა არხზე არსებული კრიზისი. ნათია კაპანაძისთვის საბჭოს არგუმენტაცია არადამაჯერებელია. ვთქვათ ასევე, რომ გიორგი ბარათაშვილმა მისი ინტერესების დაცვა სასამართლოზე სწორედ ახალგაზრდა იურისტებს სთხოვა,
ყველაზე მწვავე კრიტიკა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას არხის თანამშრიმელთა მხრიდან მოჰყვა. მათ მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა სპეციალურ განცხადებაში სამეურვეო საბჭოს მიმართა მოთხოვნით, შეწყვიტოს გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი, რომელში მონაწილეობისთვისაც განაცხადების მიღება 14 მარტს უნდა დასრულდეს. თანამშრომლები მოითხოვენ სასამართლოს გადაწყეტილებამდე პროცესის შეჩერებას. ამასთან, საინიციატოვი ჯგუფი პარლამენტს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნითაც მიმართავს. თუმცა პარლამენტს ამის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებამდე არ ექნება.
ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. მათ შორისაა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. მისი სიტყვებით, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა:
”ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებაში ის, რომ ბორდი, ამ ცვლილებების თანახმად, ვალდებული იქნება პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში და დაუსაბუთოს თავისი ყველა გადაწყვეტილება - რამდენად მიზანშეწონილი იყო, კანონიერი და სამართლიანი. აბსურდულია, როდესაც ბორდი ამბობს, რომ მან უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ტელევიზიის არსებობა და რომ ყველა მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენის შედეგია. ამიტომაც ამ ცვლილებით დღევანდელ შემადგენლობას მოუწევს პარლამენტისთვის სერიოზული ანგარიშის წარდგენა და ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღოს დროულად”.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, თუ სამეურვეო საბჭო საკუთარ სიმართლეში ვერ დაარწმუნებს დეპუტატებს, მაშინ პარლამენტის შემადგენლობის 2/3 -ს მისი დათხოვნის უფლება ექნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ცნობილია - ისინი სამეურვეო საბჭოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ საბჭო პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება იმ საბჭოს საქმიანობაში ჩარევას ცდილობს, რომელმაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.
დაბოლოს, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე მეორედაა ვაკანტური. ამჯერად ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მივლინებაში ყოფნისას შეიტყო და მაშინვე საქართველოში დაბრუნდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის არხის წარმომადგენელ მხარდამჭერ თანამშრომლებთან ერთად წარდგა, განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სასამართლოში გაასაჩივრებს. გიორგი ბარათაშვილმა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს შეახსენა, რომ 25 დეკემბერს ის სწორედ იმის გამო აირჩიეს, რომ კარგი მენეჯერია და 4 თებერვალს საბჭომ მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაც დაამტკიცა, ზუსტად ერთი თვის თავზე კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
”ამ რეორგანიზაციის პერიოდში, ჩემდა სამწუხაროდ, ტელევიზია დატოვა 143-მა ადამიანმა და როცა ჩვენ დავიწყეთ და იყო ლაპარაკი ერთ კონკრეტულ ადამიანზე და ერთ საკადრო გადაადგილებაზე და არა გაშვებაზე სამსახურიდან, მოხდა ის, რაც მოხდა. სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობიდან ”,- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა, რომლისთვისაც მიუღებელია ის, რომ კოლექტივის ბედს სამეურვეო საბჭოში შემავალი რამდენიმე ადამიანი წყვეტს.
ჩემგან მიღებული უარის შემდეგ იყო რამდენიმე წინადადება. ერთი, მან შემომთავაზა ფული; მეორე, შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე, რაც დღესაც ძალაში რჩება...ხათუნა ბერძენიშვილი
გიორგი ბარათაშვილის სიტყვებით, მისი ბედი გადაწყვიტა იმან, რომ 1 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი. თავის მხრივ, ხათუნა ბერძენიშვილმა გასული კვირის პარასკევს გიორგი ბარათაშვილი პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. მისი სიტყვებით, ბარათაშვილი არხის საინფორმაციო პოლიტიკაში უხეშად ერეოდა და ხელისუფლების საქმიანობის პოზიტიურ კონტექსტში გაშუქებას მოითხოვდა:
”ჩემგან მიღებული უარის შემდეგ იყო რამდენიმე წინადადება. ერთი, მან შემომთავაზა ფული; მეორე, შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე, რაც დღესაც ძალაში რჩება და, მესამე, თუ მე ამ ორი პირობიდან ერთ-ერთს არ დავაკმაყოფილებდი, ბუნებრივია, ის მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას”.
გიორგი ბარათაშვილის მიერ ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება არხის სამეურვეო საბჭომ შეაფასა როგორც მაუწყებლის დამოუკიდებლობაში ჩარევა და ამის გამო 4 მარტს, გვიან საღამოს, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ განაცხადა:
არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლების არგუმენტად დასახელდა ასევე მისი სუსტი მენეჯმენტი. საბჭოს ეს არგუმენტაცია კრიტიკის საგანი გახდა. კითხვები ამასთან დაკავშირებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელს ნათია კაპანაძესაც აქვს. მისი სიტყვებით, არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლებით სამეურვეო საბჭომ კიდევ უფრო გააღრმავა არხზე არსებული კრიზისი. ნათია კაპანაძისთვის საბჭოს არგუმენტაცია არადამაჯერებელია. ვთქვათ ასევე, რომ გიორგი ბარათაშვილმა მისი ინტერესების დაცვა სასამართლოზე სწორედ ახალგაზრდა იურისტებს სთხოვა,
ყველაზე მწვავე კრიტიკა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას არხის თანამშრიმელთა მხრიდან მოჰყვა. მათ მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა სპეციალურ განცხადებაში სამეურვეო საბჭოს მიმართა მოთხოვნით, შეწყვიტოს გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი, რომელში მონაწილეობისთვისაც განაცხადების მიღება 14 მარტს უნდა დასრულდეს. თანამშრომლები მოითხოვენ სასამართლოს გადაწყეტილებამდე პროცესის შეჩერებას. ამასთან, საინიციატოვი ჯგუფი პარლამენტს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნითაც მიმართავს. თუმცა პარლამენტს ამის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებამდე არ ექნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებაში ის, რომ ბორდი, ამ ცვლილებების თანახმად, ვალდებული იქნება პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში და დაუსაბუთოს თავისი ყველა გადაწყვეტილება...თამარ კორძაია