ძნელია, საქართველოში იყო გოთი...
Your browser doesn’t support HTML5
გასული საუკუნის 70-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში, პანკების მოძრაობის ბაზაზე შეიქმნა „გოთური“ სუბკულტურა. მორალური, არააგრესიული წინააღმდეგობა შინაგან სამყაროსთან, დაპირისპირება საკუთარ „მესთან“, შინაგანი თავისუფლებისკენ სწრაფვა გოთური სუბკულტურის ნაწილია. თანამედროვე სუბკულტურების წარმომადგენელთა შორის გოთები ყველაზე ამოუცნობ და უჩვეულო არაფორმალებად ითვლებიან, რაც, ბევრის აზრით, გოთურ ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკასა და ხელოვნების სხვა დარგებშიც ვლინდება.