გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რესპუბლიკელი დავით რაზმაძე საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, მისი წინამორბედი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად ხმალაძე, საკუთარი განცხადებით გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება გორის საკრებულოშიც შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენდნენ, საკუთარ ფრაქციას ტოვებდნენ და დავით რაზმაძის გარშემო ერთიანდებოდნენ. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა შეექმნა ახალი ფრაქცია, „უმრავლესობა“, სადაც 31 კაციანი შემადგენლობიდან 15 დეპუტატი გაერთიანდა. სწორედ ამ დროს ზვიად ხმალაძის განცხადებაც გაჩნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში ხმალაძის იმპიჩმენტი გარდაუვალი იქნებოდა. გორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად შექმნილი პარტია იყო და ამიტომ პირველივე კრიზისის დროს სწრაფად დაიშალა.
ყოფილი ნაციონალი, ახლა უმრავლესობის წევრი მიხეილ ახალკაცი აცხადებს, რომ დეპუტატებმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღეს და მათზე ზეწოლა არ ყოფილა.
ქრისტიან-დემოკრატი ზურაბ როსებეშვილი წლების განმავლობაში რაზმაძესთან ერთად ნაციონალების ოპონენტი იყო. დღეს თავად აღმოჩნდა უმრავლესობაში. მისი აზრით, ოპოზიციის გარეშე დარჩენილი დღევანდელი საკრებულო ბევრად თავისუფალი იქნება.
იმ დროს, როცა საკრებულო ახალ თავმჯდომარეს ირჩევდა, ცენტრალურ მოედანზე სტალინისტები ბელადის მონუმენტის დადგმას ითხოვდნენ ძველ ადგილზე. აჭარელმა კომუნისტებმა ამ მოთხოვნით ხელმოწერებიც კი ჩამოიტანეს.
გორში არსებობს მეორე ფრთაც, რომელიც სტალინის მონუმენტის დადგმას მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ითხოვს. ამ ჯგუფს ადგილობრივი კომუნისტების ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილიც მიემხრო.
გორის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტით უკვე გადაწყვეტილია, რომ სტალინის მონუმენტი მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგას. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ სტალინის შეფასება ისტორიას უნდა მივანდოთ, მონუმენტი კი მუზეუმთან უნდა იდგეს.
2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. სტალინის მონუმენტის დასადგმელად 25 ათასი ლარი გამოიყო, სოფელ შინდისში აგვისტოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების მემორიალის მოსაწყობად კი ამავე ბიუჯეტიდან მხოლოდ 5 ათასი ლარია გამოყოფილი.