8 აგვისტო გორსა და შინდისში
Your browser doesn’t support HTML5
8 აგვისტოს გორში რუსეთ-საქართველოს ომის ექვსი წლისთავი აღინიშნა. გორელმა ახალგაზრდებმა ჩაატარეს აქცია, რომლითაც ცხინვალელ თანატოლებს მშვიდობისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ეს დღე შინდისში, ომის დროს დაღუპული მებრძოლების მემორიალთან აღნიშნეს.