სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ციმინტია

გიორგი ციმინიტია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

19 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ციმინიტია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა უმუშევრობის პრობლემაზე და მისი დაძლევის შესაძლო გზებზე. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ არ იცვლება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს უმუშევრად თვლის (ქვეყნის მასშტაბით - 69%). გიორგი ციმინტიამ ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკის ხელშეწყობისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი გიორგი ციმინტიასთან