14 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე. მან ისაუბრა ავღანეთში საქართველოს მისიის შესახებ. არის თუ არა მზად ქართული კონტიგენტი ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილეობისათვის და არის თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჯარისკაცების მსხვერპლი?..