13 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიორგი ჭილაია, ინტერნეტსასწავლო პლატფორმა "ნებულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი. "ნებულა" გონიერი პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მოემზადონ უნარების გამოცდისთვის.
ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რასაც პლატფორმა იყენებს, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ის მიმართულებები განივითაროს, რაშიც შედარებით სუსტად თვლის თავს. რა პრინციპებით მუშაობს წარმატებული ონლაინსწავლების პლატფორმები, რა გამოცდილებას დაეყრდნო "ნებულა" სასწავლო მასალების შექმნისას, როგორ უნდა იქცეს სწავლა მძიმე მოვალეობიდან სასიამოვნო პროცესად - სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.