გიგის მცირე ბიზნესი

მას შემდეგ, რაც გიგი ანთაძემ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო, სახლთან ახლოს, სეირნობასთან ერთად, მცირე ბიზნესიც წამოიწყო. ხან ბუშტებს ყიდის, ხან ზღაპრების წიგნებს, გასაფერადებლებს, ხანაც გამაგრილებელ სასმელებს.

მის საქმიანობას საფრთხე მაშინ შეექმნა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა მოსალოდნელი ჯარიმების თაობაზე გააფრთხილა.

მისმა დედამ, თათო გვარიშვილმა, შშმ მოზარდის საქმიანობის შესახებ ფეისბუკზე დაწერა.

გიგის დედამ თბილისის მერს ყურადღების გამოჩენა სთხოვა.