„საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო ხდება“, - ვკითხულობთ გაზეთ ”რეზონანსში.” გაზეთის თანახმად, საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია დაიხურება და იგი სამოქალაქო სექტორისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ”რეზონანსი” განმარტავს, რომ ამ მიზნით ”ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში” შედის ცვლილება და საჯარო დაწესებულება ვალდებული აღარ იქნება თანამდებობის პირთა თუ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები გაახმაუროს.
დღესვე გაზეთი „რეზონანსი“ ცდილობს გაარკვიოს, რას ელიან ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტის ამერიკული ვიზიტისგან. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 20-21 მაისს ნატოს ჩიკაგოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, უკვე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, მსგავსი ვიზიტები ყოველთვის ხელსაყრელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელსაც ძირითადი საკითხები სწორედ საგარეო პოლიტიკაზე აქვს აწყობილი. თუმცა, ამის მიუხედავადაც, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ გარკვეულ წრეებში პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის, კერძოდ, მისი ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ კრიტიკა აუცილებლად გაიჟღერებს.
”პროვოკაციით დაწყებული, ტერაქტით დასრულებული, 27 მაისს ყველაფერი მოსალოდნელია”, -უთხრა გაზეთ ”ვერსიას” ”სახალხო კრებისა” და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა გიორგი კობახიძემ. იგი განმარტავს, რომ „სახალხო კრება“ თავისი მოკრძალებული გეგმით, ივანიშვილის კოალიციის მასშტაბური კამპანიის გადაფარვას არ აპირებს და არც ხმაურიანი განცხადებებით შეუშლის ხელს. გიორგი კობახიძე „ვერსიასთან“ საუბარში 27 მაისს ხელისუფლების მიერ კოალიციის ლიდერების წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობასაც არ გამორიცხავს. დღესვე გაზეთ ”ვერსიაში” წაიკითხავთ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, პოლიტიკური პარტია ”განახლებული საქართველოსთვის” მრჩევლის მინდია გულუას განცხადებას. ივანიშვილისა და ”ნაცმოძრაობის” დაპირისპირება, ამბობს მინდია გულუა, პოლიტიკური ფარსი და თამაშია. მისი ინფორმაციით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, თითიდან გამოწოვილი მოტივით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებს. ”გეკითხებით, რატომ არ აპირებს ხელისუფლება კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებაში ისეთი ნორმა შემოიტანოს, რომ მეც მქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება? პასუხი მარტივია. მე ბიძინა ივანიშვილი არა ვარ და არც ის კაცი, ბინძურ თამაშში მივიღო მონაწილეობა”, ნათქვამია მინდია გულუას განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ”ივერონმა” გაავრცელა.
რატომ დაითხოვეს სამსახურიდან ”ქართული ოცნების” პრესსპიკერის მეუღლე? ამ საკითხზე ინტერვიუს მაია ფანჯიკიძის მეუღლესთან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის ყოფილ ხელმღვანელთან, პაატა თუშურაშვილთან გაზეთ ”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ. ”ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტივობის გამო მეორე იდევნებოდეს. მე ამ თანამდებობაზე არავის დავუნიშნივარ იმის გამო, რომ ჩემი ცოლი მაია ფანჯიკიძეა ან ნათესავი - ირაკლი ალასანია. ჩემი მიღწევები უკავშირდება ცოდნას, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს”, - უთხრა პაატა თუშურაშვილმა ”ყველა სიახლეს”. ინტერვიუში იგი ადასტურებს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება ბიუროს ხელმძღვანელზე ეგრეთ წოდებული ”ზემოდან” თითქმის ერთწლიანი ზეწოლის შედეგად მოხდა.