დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ცვლილებებს კანონში, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არეგულირებს, და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც ამ ცვლილებებს შესაძლოა უკუძალა მიეცეთ. ”პარტიებს ივანიშვილისგან მიღებული ფული შეიძლება უკან დააბრუნებინონ” - ასეთია დღვანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი ხაზგასმით აღნიშნავს, ხელისუფლებამ საარჩევნოდ მედიამონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მიერ მომზადებული ინიციატივებიდან ამ ეტაპზე არც ერთი არ გაითვალისწინაო და შემდეგ მოჰყავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადება, მსგავსი რამის დაშვება შეუძლებელია, რადგან "შემზღუდველ ნორმას, რომელიც უფრო ამკაცრებს პასუხისმგებლობას, არ შეიძლება უკუქცევითი ძალა მიენიჭოსო".
დაფინანსების საკითხის მორალურ ასპექტზე ლაპარაკობს ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. "ფული იშოვო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მმართველობის პერიოდში, ეს არ არის არგუმენტი იმისა, რომ აუცილებლად ამ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს გაატარებ”, - ამბობს ექსპერტი და დასძენს: ”ამას გვაფიქრებინებს კიდევ ის, თუ რისთვის ხარჯავდა აქამდე ამ ფულს ბიძინა ივანიშვილი. დიდწილად სწორედ ამ ხელისუფლების განსამტკიცებლად, სადაც კი უჭირდა, იქ ედგა გვერდით. გამოდის, რუსეთი მის ფულს აქამდე ვერ აკონტროლებდა, მაშ, ახლა როგორღა გააკონტროლებს, როდესაც შეუძლია გაყიდოს თავისი აქტივები, რითაც სრულიად დამოუკიდებელი ხდება რუსული გავლენისგან?"
ივანიშვილის გადარიცხულ ფულზე ლაპარაკობს ”ვერსიისათვის” მიცემულ ინტერვიუში კობა დავითაშვილი. მას ჟურნლისტი ეკითხება, რა განსხვავებაა, ივანიშვილის მილიონსა და ხელისუფლების მილიონს შორისო. კობა დავითაშვილი პასუხობს: ”ხელისუფლებამ ღიად თქვა - თუ ხელს მომიწერთ და სხვა მოთხოვნები არ გექნებათ, მაშინ მოგცემთ მილიონს. ივანიშვილის დაფინანსება კი მე კი არა, საერთო საქმეს მოხმარდებაო”.
ბოლოს, ”24 საათის” სათაურებსაც გაგაცნობთ. პირველი გვერდის მოწინავე სტატიები ასეთია:”შედეგიანი ქართული ტურიზმი” და მეორე - ”პეტრე ცისკარიშვილი: ”გეტყვით, სად ეძებოთ ივანიშვილის ყულაბის გასაღები”.