კვირის დასაწყისში თბილისში, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, შედგა პრემიერა სპექტაკლისა “შემეხე”. პროექტი განხორციელდა რუსთაველისა და ლონდონის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
ვისი პიესააო, კითხულობდა მაყურებელი სპექტაკლის დაწყების წინ. ვიცოდით შემდეგი: სპექტაკლში 3 ბრიტანელი და 3 ქართველი მსახიობი მონაწილეობს (ახალგაზრდები), ვიცოდით, რომ სპექტაკლი დადგა 26 წლის ინგლისელმა რეჟისორმა ალექსანდერ ზელდინმა და რომ წარმოდგენის დრამატურგი და თარჯიმანი ქართველი დრამატურგი და მთარგმნელი დათო გაბუნიაა. მაგრამ ვისი პიესის მიხედვითაა დადგმული სპექტაკლი, არავინ იცოდა, აფიშაზეც არ იყო აღნიშნული: სხვათა შორის, თავიდან ინტრიგას სწორედ აფიშა ქმნიდა - 3 ქალი და 3 მამაკაცი, თითქმის სრულიად შიშველი ახალგაზრდები, და გაფრთხილება: „სპექტაკლის ნახვა შეუძლია მაყურებელს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი“. ასეთი გაფრთხილება პირადად მე თეატრალურ აფიშაზე არ მახსოვს. კინოში მახსოვს - აფრთხილებდნენ და ამით უფრო იზიდავდნენ მაყურებელს. თუმცა, გარწმუნებთ, ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული წარმოდგენის აფიშაზე ეს გაფრთხილება, ასე ვთქვათ, “კომერციული მიზნით” არ გამოუქვეყნებიათ - “შემეხეში” ახალგაზრდები არა მარტო საუბრობენ სექსზე (თავისუფლად), არამედ სექსუალური აქტის ძალზე თამამ იმიტაციასაც მიმართავენ, რაც შოკივით მოქმედებს ზოგიერთ მაყურებელზე - ყოველ შემთხვევაში, იმ სპექტაკლზე, რომელსაც მე დავესწარი, როდესაც სცენაზე სამივე წყვილი “მსუბუქ ეროტიკულ” მიზანსცენას შემოგვთავაზებს, რამდენიმე მაყურებელმა დატოვა დარბაზი, რეპლიკით: “ვაი თქვენს პატრონს!”.
სპექტაკლის მსვლელობის პროცესში ხვდები, რატომ არ იყო მითითებული პიესის ავტორის გვარი აფიშაზე: “შემეხე” არც არის დაწერილი პიესა... მსახიობები თავიანთ თავს თამაშობენ და მონოლოგებს თავიანთ მოგონებებზე აგებენ. იგონებენ რაღაცებს - ეხებიან წარსულს, ერთმანეთს, ეხებიან მაყურებელს... ქართველებს და ინგლისელებს ბევრი რამ განასხვავებს, მაგრამ საერთოც ბევრი აქვთ - ყოველი მათგანი ეძებს სიყვარულს... არაფერია იმაზე სევდიანი, როგორც მარტოობა 20-22 წლის ასაკში.
შეხება წარმოდგენის სახეა. ამით, შეიძლება ითქვას, გამართლებულია თავად ინტერნაციონალური პროექტიც - აქ ხომ ორი კულტურის შეხებაც მნიშვნელოვანია... თუმცა ამ სახალისო პროვოკაციულ წარმოდგენაში შეხების ეს სახე მუდმივად საინტერესოდ არ იქმნება - არის ძლიერი სცენები, მაგალითად, როცა გოგონა თავის რჩეულს ვიდეოკამერით ეძებს დარბაზში და ასე აღბეჭდავს დარბაზს ეკრანზე, რომელიც სცენაზეა დამონტაჟებული... მნიშვნელოვანი ისაა, რომ თეატრისა და კინოს შერწყმის (შეხების) ეს პროცესი მალერის მეხუთე სიმფონიის ფონზე იხატება.
პროვოკაცია აშკარააა და წარმატებულიც... მაგრამ რამდენად საინტერესოა წარმოდგენა, როგორც თეატრალური ხელოვნების ნიმუში? ეს საკითხავია და მერე - საკამათოც. “შემეხე” მე უფრო აღვიქვი, როგორც სტუდენტების ეტიუდების თაიგული - თანაც, ზოგი ეტიუდი უკეთაა შესრულებული, ზოგიც ნაკლებად. ეტიუდების ნახვისთვის შეიძლება არ ღირს ათი ლარის გადახდა, მაგრამ სექსის იმიტაციის საყურებლად... რატომაც არა?