სწორება „ოქროზე“
Your browser doesn’t support HTML5
22 წლის ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქართველოს 39-კაციანი ოლიმპიური ნაკრების ის წევრია, ვისგანაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედალს ელიან. ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სამი ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას. ლაშასთან ერთად რიოს ფიცარნაგზე იასპარეზებენ ირაკლი თურმანიძე და გიორგი ჩხეიძე.