”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროს ახლად დანიშნულ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისათვის ემზადებიან. შეხვედრა, რომელზეც მსჯელობის თემა რკინიგზელთა შრომისა და ფინანსური ანაზღაურების საკითხები იქნება, პირობის თანახმად, 29 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დღეს კი, 27 ოქტომბერს, რკინიგზელებმა გააკეთეს საგანგებო განცხადება, რომ სრულ ნდობას უცხადებენ სამინისტროს და პირადად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ მოითხოვენ.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ან მისი წარმომადგენლის რკინიგზელებთან შეხვედრის მოთხოვნით 26 ოქტომბერს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” წევრი გია ყრუაშვილი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია რკინიგზის გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე პრემიერმა რკინიგზელებთან ერთად იმსჯელოს და, იმავდროულად, გაეცნოს პრობლემებს, რომლებიც ამ დარგის თანამშრომლებს აწუხებთ. გია ყრუაშვილმა ეს განცხადება რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტთან გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმართვის ხელმომწერი 500-მდე რკინიგზელია. 27 ოქტომბერს გია ყრუაშვილს რკინიგზელთა ის ნაწილი დაუპირისპირდა, რომელმაც 24 ოქტომბერს, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყო. რკინიგზელთა ეს ჯგუფი აცხადებს, რომ არ მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, არ ერევიან პოლიტიკაში და არც იმის პრეტენზია აქვთ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ვინმეს გაუწიონ ლობირება.
”ჩვენ ვართ რკინიგზის თანამშრომლები, კერძოდ, მემანქანეები, მემანქანის თანაშემწეები, საამქროს ზეინკლები. არ წარმოვადგენთ და, მით უმეტეს, არ ვახორციელებთ არავის პოლიტიკურ დაკვეთას. ვართ სრულიად აპოლიტიკურები და ჩვენი მიზანია ძირითადად სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ანაზღაურების გაზრდა. ასევე ვაცხადებთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ ახალ მთავრობას ქვეყნის სამსახურში და გვაქვს იმედი, რომ გამოიჩენენ კეთილ ნებას და დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს.”
მემანქანე თეიმურაზ ბერაძემ, რომელმაც ეს განცხადება რკინიგზელების სახელით გააკეთა, უარყო გია ყრუაშვილის ბრალდება, თითქოს გაფიცვის ორგანიზატორი რკინიგზელები დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყვნენ მართულნი და საბოტაჟს აწყობდნენ. ბრალდების საფუძვლის დადგენა ვცადეთ გია ყრუაშვილთან, რომელმაც თავი თავადაც რკინიგზელად წარმოგვიდგინა და გვიპასუხა:
”ვასკვნი იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს რკინიგზას ორი-სამი თვის წინ მართავდნენ, დაითხოვეს რკინიგზიდან დატაცებული მილიონების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია შეიცვალა და ისინი ლამობენ „საქართველოს რკინიგზაში“ მოვიდნენ ისევ ხელმძღვანელ პირებად”.
გია ყრუაშვილი არ შედის რკინიგზელთა იმ ჯგუფში, რომელიც 29 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო და ფინანსური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებს დააყენებს. კონსულტაციებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი გიორგაძე.
”დიდი იმედით და პოზიტიურად ვართ განწყობლნი, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება კონკრეტული შედეგებით და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებით. რა თქმა უნდა, აქ არის ხელფასები, რა თქმა უნდა, აქ არის შრომის პირობები, რა თქმა უნდა, აქ არის ელემენტარული პირობები, აქ არის ჰიგიენაზე საუბარი, აქ არის სპეცტანსაცმელზე საუბარი, სამუშაო იარაღებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვითხოვთ ასევე პროფკავშირული კუთხით გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნებას”, - ამბობს ვიტალი გიორგაძე.
შრომის კანონმდებლობის მიხედვით, გამაფრთხილებელი გაფიცვიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვის ჩატარება შესაძლებელია 24 საათის შემდეგ, არაუგვიანეს ორი კვირისა. შესაბამისად, პროფკავშირების გათვლებით, შემდეგი კვირა შესაძლოა მოლაპარაკებებს დაეთმოს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყება კონსულტაციები ორშაბათს, 29 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროში. პროფკავშირებში განმარტავენ, რომ 30 ოქტომბრისთვის უკვე ნათელი იქნება, მოლაპარაკებები გაგრძელდება თუ სრულმასშტაბიანი გაფიცვა გაიმართება.
რკინიგზელებს იმედი აქვთ, რომ საქმე არ გართულდება და ახალი მთავრობის პირობებში რკინიგზელის მძიმე შრომა ადეკვატურად დაფასდება. ზვიად მულაძე ამბობს:
”920 ლარი გვაქვს ამჟამად. მემანქანეს 920 ლარი და თანაშემწეს აქვს 640 ლარი. ზაფხულში ისეთ პირობებში, როცა 60-65 გრადუსს აღწევს ელმავალზე სიცხე და ადუღებულ წყალს რომ ვსვამთ, ამ პირობებში, მე მგონი, რომ თუნდაც 1000 ლარი ჩვენთვის არის მინიმუმი.”
მემანქანის თანაშემწე მამუკა ეკავა კი რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან - მათ შორის, გენერალურ დირექტორ ირაკლი ეზუგბაიასთან - მრავალწლიან და უშედეგო მოლაპარაკებებზე ამახვილებს ყურადღებას:
”ადამიანი, რომელიც გპირდება ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად, რომ თქვენი ხელფასი იქნება ესა და ეს, კერძოდ, 1500 ლარი და მიდის აქედან, ხომ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ მპირდები მთელი ამ წლების განმავლობაში და დღეს ქუდს იხურავ და მიდიხარ და ეს საკითხი ისევე რჩება ახალი ხელისუფლებისთვის გადაუჭრელად.”
რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან 22 ოქტომბერს გადადგა. თანამდებობიდან გადადგომის მთავარ მიზეზებს შორის მან კომპანიის რეორგანიზაციის ახალი მენეჯმენტისთვის გადაბარების მიზანშეწონილობა და ხელისუფლების ცვლილება დაასახელა. რაც შეეხება რკინიგზელთა გამაფრთხილებელ გაფიცვასა და მღელვარებას, იგი ამბობს, რომ მენეჯმენტისათვის თანამშრომელთა განწყობა ცნობილი იყო, თუმცა ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ყოფილი დირექტორის თანახმად, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კომპანიის ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლა და, შესაბამისად, მთავრობასთან შეჯერება იყო საჭირო. ”ჩვენი თხოვნა იყო, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მოეთმინათ”, - ამბობს ირაკლი ეზუგბაია და არ გამორიცხავს, რომ გაფიცვის თემაზე მოკვლევა და გამოძიება ჩატარდეს.

დიდი იმედით და პოზიტიურად ვართ განწყობლნი, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება კონკრეტული შედეგებით და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებით. რა თქმა უნდა, აქ არის ხელფასები, რა თქმა უნდა, აქ არის შრომის პირობები, რა თქმა უნდა, აქ არის ელემენტარული პირობები, აქ არის ჰიგიენაზე საუბარი, აქ არის სპეცტანსაცმელზე საუბარი, სამუშაო იარაღებზე და ასე შემდეგ...ვიტალი გიორგაძე
მემანქანე თეიმურაზ ბერაძემ, რომელმაც ეს განცხადება რკინიგზელების სახელით გააკეთა, უარყო გია ყრუაშვილის ბრალდება, თითქოს გაფიცვის ორგანიზატორი რკინიგზელები დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყვნენ მართულნი და საბოტაჟს აწყობდნენ. ბრალდების საფუძვლის დადგენა ვცადეთ გია ყრუაშვილთან, რომელმაც თავი თავადაც რკინიგზელად წარმოგვიდგინა და გვიპასუხა:
”ვასკვნი იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს რკინიგზას ორი-სამი თვის წინ მართავდნენ, დაითხოვეს რკინიგზიდან დატაცებული მილიონების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია შეიცვალა და ისინი ლამობენ „საქართველოს რკინიგზაში“ მოვიდნენ ისევ ხელმძღვანელ პირებად”.
გია ყრუაშვილი არ შედის რკინიგზელთა იმ ჯგუფში, რომელიც 29 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო და ფინანსური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებს დააყენებს. კონსულტაციებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი გიორგაძე.
”დიდი იმედით და პოზიტიურად ვართ განწყობლნი, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება კონკრეტული შედეგებით და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებით. რა თქმა უნდა, აქ არის ხელფასები, რა თქმა უნდა, აქ არის შრომის პირობები, რა თქმა უნდა, აქ არის ელემენტარული პირობები, აქ არის ჰიგიენაზე საუბარი, აქ არის სპეცტანსაცმელზე საუბარი, სამუშაო იარაღებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვითხოვთ ასევე პროფკავშირული კუთხით გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნებას”, - ამბობს ვიტალი გიორგაძე.
შრომის კანონმდებლობის მიხედვით, გამაფრთხილებელი გაფიცვიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვის ჩატარება შესაძლებელია 24 საათის შემდეგ, არაუგვიანეს ორი კვირისა. შესაბამისად, პროფკავშირების გათვლებით, შემდეგი კვირა შესაძლოა მოლაპარაკებებს დაეთმოს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყება კონსულტაციები ორშაბათს, 29 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროში. პროფკავშირებში განმარტავენ, რომ 30 ოქტომბრისთვის უკვე ნათელი იქნება, მოლაპარაკებები გაგრძელდება თუ სრულმასშტაბიანი გაფიცვა გაიმართება.
ადამიანი, რომელიც გპირდება ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად, რომ თქვენი ხელფასი იქნება ესა და ეს, კერძოდ, 1500 ლარი და მიდის აქედან, ხომ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ მპირდები მთელი ამ წლების განმავლობაში და დღეს ქუდს იხურავ და მიდიხარ და ეს საკითხი ისევე რჩება ახალი ხელისუფლებისთვის გადაუჭრელად...მამუკა ეკავა