რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებები წამოიწყოს.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის თემას 10 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეც შეეხო, რომელმაც თქვა, რომ უახლოეს მომავალში პირდაპირი დიალოგის ფორმატში დაგეგმილ პირველ შეხვედრაზე რუსულ მხარესთან ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შანსებზეც ილაპარაკებენ.
არის თუ არა რუსული ბაზარი განვლილი წლების შემდეგ კვლავაც საინტერესო ქართული პროდუქციისა და მისი მწარმოებლებისათვის?
გენადი ონიშჩენკომ სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე
პროცესის წამოსაწყებად საჭირო დოკუმენტებს სწავლობენ და მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნებათ ქართულ კომპანიებს მოწვევები. მისივე თქმით,
ქართულმა ბიზნესასოციაციებმა და ცალკეულმა ბიზნესმენებმა რუსეთის ფედერალურ სამსახურს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თხოვნით უკვე მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
კონკრეტულ შეთანხმებებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის, რუსეთის მხრიდან კი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის არაფორმალური შეხვედრის შემდეგ უნდა დაველოდოთ. შეხვედრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს.10 დეკემბერს ზურაბ აბაშიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან არ გულისხმობს მხოლოდ ქართული ღვინის ან მინერალური წყლის ექსპორტს რუსეთში:
”სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა გულისხმობს ბორჯომის, ლიმონათის, ღვინის და ყველა იმ საექსპორტო პროდუქციის დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე, რაც ადრეც გადიოდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველომ შარშან მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ახლა უკვე რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებაც არის, რომ თავის მეზობლებთან, კერძოდ კი, საქართველოსთან ჰქონდეს ცივილიზებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები”.
ორი ქვეყნის მთავრობების პოლიტიკური ნების გარეშე ცალკეული ჩინოვნიკების განცხადებებს შედეგი, როგორც წესი, არ მოაქვს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანია ”სარაჯიშვილის” დამფუძნებელი ელგუჯა ბუბუტეიშვილი. კომპანია ”სარაჯიშვილმა” რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო ”როსპოტრებნადზორს” რუსულ ბაზარზე პროდუქციის დასაბრუნებლად პირველად 2006 წელს, მეორედ კი 2011 წელს მიმართა. ელგუჯა ბუბუტეიშვილი ამბობს, რომ მისი კომპანიის პროდუქციამ შემოწმება გაიარა, თუმცა პროცესი პოლიტიკური ნების არარსებობის გამო წინ არ წასულა.
”ჩვენს პროდუქციას ექსპერტიზაც ჩაუტარდა, ყველა საფეხური გავიარეთ. მთავარია გადაწყვეტილება მიიღონ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა აღდგეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქართულ მეღვინეობას ბევრად დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა, მაგრამ რა იქნება, ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული. ისე, ჩვენ დიდად არ ვნერვიულობთ, რადგან კონიაკის სპირტი რაც ძველდება, მით უფრო ძვირდება”.
მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ რაც მეტი იქნება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მით მეტ სარგებელს ნახავენ საქართველოში მოქმედი კომპანიები, თუმცა რუსული ბაზრის გახსნას წინ ეკონომიკური ანალიზი უნდა უძღოდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის ბაზარზე დასავლური ბაზრისგან განსხვავებული მარკეტინკული კამპანია იქნება საჭირო. მიზეზები მარტივია - ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი განსხვავებული რეგულაციებით ხელმძღვანელობენ, გვეუბნება კახა კოხრეიძე. რუსეთს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, მოუწევს დაექვემდებაროს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, კოხრეიძის ზრით, საქართველომ დროულად უნდა გამოიყენოს, რათა ქართულ კომპანიებს ექსპორტის საშუალება მიეცეთ. რაც შეეხება რისკებს, თუ რუსეთმა საქართველოსთვის ბაზარი გახსნა:
”ეს ავტომატურად არ გულისხმობს პრობლემების მყისიერად მოგვარებას, რადგან დამატებით ბევრი სამუშაო იქნება თითოეული პროდუქციის შემთხვევაში არსებული ხელოვნური ბარიერების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს მიეცეთ თავისუფალი კონკურენციის საშუალება. ზოგადად, მარკეტინგის საკითხები ბაზრის თემაა, ამაში სახელმწიფო ვერც ჩაერევა. ერთადერთი, შესაძლოა, გარკვეული პროგრესული ნაბიჯები გადაიდგას ექსპორტის სტიმულირებისთვის”.
თუმცა კახა კოხრეიძე იმასაც შენიშნავს, რომ რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ ქართულმა კომპანიებმა ალტერნატიული გასაღების ბაზრები მოძებნეს ევროკავშირის ქვეყნებში, კანადასა და ამერიკაში, სადაც ხარისხის გაუმჯობესება და გაცილებით მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუხდათ. შესაბამისად, ეს კომპანიები ამ ბაზრებს არ დატოვებენ, ფიქრობს კახა კოხრეიძე:
”მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის პროდუქციისთვისაც არის რუსეთის ბაზარზე ადგილი, მაგრამ იქ უფრო მეტად იქნება, ალბათ, იმგვარ პროდუქციაზე მოთხოვნა, რაც ადრე გადიოდა, ვგულისხმობ ფასზე ორიენტირებულ, შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას. ეს უკვე კონკრეტული კომპანიების გადასაწყვეტია - თუ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოუშვან მეტი პროდუქცია, ოღონდ ნაკლები ხარისხით, თან ისეთი, რომ იყოს გასაღებადი რუსეთის ბაზარზე, ეს შესაძლებლობა მათ, ცხადია, შეუძლიათ გამოიყენონ. მაგრამ არ მგონია, რომ ვინმემ გადაწყვიტოს უკვე ათვისებული დასავლეთის განვითარებული ბაზარი ჩაანაცვლოს რუსეთის ბაზრით”.
”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე კი ფიქრობს, რომ ქართული კომპანიებისათვის რუსულ ბაზარზე შესვლა რისკის შემცველი იქნება მანამ, სანამ რუსეთს საქართველოსთან პოლიტიკური საკითხები ექნება გასარკვევი.
პაატა შეშელიძის ვარაუდით, რუსული ბაზრის გახსნის შემთხვევაშიც ის ხელმისაწვდომი იქნება მსხვილი კომპანიებისათვის, რომლებსაც ხარისხის სერტიფიკატის წარმოდგენა შეუძლიათ. შესაბამისად, შეცვლილი რეალობა ვერ დააიმედებს მათ, ვისაც წლების წინ საკუთარი მოყვანილი პროდუქციით მანქანის დატვირთვა და რუსეთში გასაყიდად წაღება შეეძლო.

ჩვენს პროდუქციას ექსპერტიზაც ჩაუტარდა, ყველა საფეხური გავიარეთ. მთავარია გადაწყვეტილება მიიღონ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა აღდგეს ...ელგუჯა ბუბუტეიშვილი

მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის პროდუქციისთვისაც არის რუსეთის ბაზარზე ადგილი, მაგრამ იქ უფრო მეტად იქნება, ალბათ, იმგვარ პროდუქციაზე მოთხოვნა, რაც ადრე გადიოდა, ვგულისხმობ ფასზე ორიენტირებულ, შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას ...კახა კოხრეიძე