„ქართული უნიკალურობა - ივანიშვილი 3 თვეში ქვეყნის პირველ პირს დანიშნავს“ -სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ სრულიად უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პრემიერად ხალხი ერთ ადამიანს ირჩევს და ის, თავისი სურვილით, ერთ წელიწადში სხვა ნიშნავს. ივანიშვილის ეს ნაბიჯი ლეგიტიმურობის ერთგვარ დეფიციტს ქმნის - ეს მოსაზრება პოლიტოლოგ გია ნოდიას ეკუთვნის. მისი კოლეგა რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის წასვლა ქართული პოლიტიკიდან იგივეა, დასავლეთში გამარჯვებული პარტია რომ წასულიყო ხელისუფლებიდან. ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისა და მის მიერ მემკვიდრის შერჩევის პროცესის შეფასებისას თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ამავე სტატიაში შენიშნავს, რომ დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის ინსტიტუციონალური მდგრადობისათვის ძალიან ცუდია, როდესაც ერთი პიროვნება კულუარულ დონეზე, ვიწრო წრეში, იღებს გადაწყვეტილებას - მით უმეტეს, როდესაც საუბარი ქვეყნის რეალურ მმართველზეა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, კორნელი კაკაჩიას აზრით, არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პრემიერის საკითხი გამჭვირვალედ არ უნდა გადაწყდეს.
„მარგველაშვილი უალტერნატივო არ არის“ - ამ სათაურით აქვეყნებს „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელ ნანა დევდარიანთან ინტერვიუს გაზეთი „ახალი თაობა“. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უალტერნატივო კი არა, პირიქით, სუსტი კანდიდატია. „ივანიშვილი რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე, მასთან ერთად, შესაძლოა, მისი სისუსტე ასე თვალში საცემი არ ყოფილიყო, მის გარეშე კი ძალიან გაუჭირდება“, - აღნიშნავს ნანა დევდარიანი, რომელიც მომავალი პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კანდიდატსაც ასახელებს და ფიქრობს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, ეს ირაკლი ღარიბაშვილი იყოს. „შეძლებს თუ არა მისი მემკვიდრე ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას?“ ამ შეკითხვაზე კი „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ამბობს, რომ შესაძლოა მომავალი პრემიერ-მინისტრი ისეთი ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ივანიშვილზე ეფექტურადაც მართოს მინისტრთა კაბინეტი.
„რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი“ - სტატიას ამ საკითხზე გაზეთ „ალიაში“ წაიკითხავთ. გაზეთის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთმა „ ნაციონალური მოძრაობისა“ და პროდასავლური ორიენტაციის პარტიების წიაღში სავარაუდო ლიდერების ძებნა დაიწყო და ერთ-ერთ ლიდერად შეარჩია გიგა ბოკერია, რაც სააკაშვილთან მისი კონფლიქტის მიზეზი გახდა. ამ აზრის ავტორი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ პროდასავლურ ძალებს შეუერთდება და მათი გაერთიანების საბაბი ევრაზიული კავშირის თემა გახდება. „ამ თემას დაიხვევენ ხელზე, ესენი ნატოს თემაზე „მიაწვებიან“ ბოლომდე და სწორედ ეს გახდება ამ ახალი პროდასავლური კოალიციის შექმნის მიზეზი. სააკაშვილი ამ გეგმაში ხსენებაშიც არაა“, - აღნიშნავს ზაალ კასრელიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გაერთიანებასთან პოტენციურად მოიაზრებიან ასევე „ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“.
„მსოფლიო და საქართველო უსერიოზულესი გამოცდის წინაშეა“ - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ გასული კვირა სირიული ციებ-ცხელებით აღინიშნა. „იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც გაფაციცებით არ ადევნებდეს თვალს სირიასა და, ამ ქვეყნიდან გამომდინარე, აშშ-ს, მისი ევროპელი თუ ახლო აღმოსავლელი მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების პოზიციას“, - ვკითხულობთ „საქართველოს რესპუბლიკაში“,რომლის თანახმადაც, საქართველო იშვიათ გამონაკლისთა შორისაა.