„ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს არც ერთ დიდი მოხელეს დანაშაული აპატიოს, რაც კარგია“, - ამბობს გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი. მისი შეფასებით, ის, რომ ცალკეული მოხელეების მისამართით ეჭვი გაჩნდა და მინისტრმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ხელისუფლების სწორ კურსზე მიანიშნებს. ლევან ბერძენიშვილი აქვე ვარაუდობს, რომ მინისტრი, რომელთან უთანხმოებაზეც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა ამას წინათ მიანიშნა, სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე იყო. ”პრემიერს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამის შესახებ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს არის ის, ვისზეც ბოლო დროს საუბარი იყო. როგორც ვიცი, სხვა მინისტრებზე ეჭვი არ არსებობს”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა კი გაზეთ ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ, მისი აზრით, ”ქართული ოცნების” კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება. სხვა კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში, კახა კუკავას აზრით, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების გამარჯვებისათვის საჭირო 50 პროცენტი ვერ დააგროვოს, ანუ მოხდეს ის, რაც შუალედურ არჩევნებზე ნაძალადევის რაიონში მოხდა. შეკითხვაზე კი, რა დაანახვა მას ამ არჩევნებმა, კუკავა ამბობს: ”ამ არჩევნებმა დაგვანახვა ის, რაც, პრინციპში, ისედაც ვიცოდით, რომ არჩევნებში რეიტინგი არის საქმის ერთი მესამედი, მაგრამ საქმის ორი მესამედი - ეს არის ორგანიზება და ფული“. კახა კუკავას თქმით, მას კონკურენტთან უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მოწინააღმდეგის მხარეს იყო ფული და უფრო მეტად ორგანიზებული საარჩევნო კამპანია, რამაც გამარჯვება მოაპოვებინა.
„სქემა, რომლითაც დავით კირვალიძეს საბოტაჟი მოუწყვეს“ - სატატიას ამ სათაურით დღეს გაზეთი ”ვერსია” აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, ვიდრე შპს ”მექანიზატორთან” დაკავშირებული სკანდალი გახმაურდებოდა, ათიოდე დღით ადრე ”ვერსიას” კარგად ინფორმირებული პირი დაუკავშირდა და ტენდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ ინფორმაციის თანახმად კი, სკანდალი სწორედ იმ კომპანიებს სჭირდებათ, რომლებიც საქართველოს ბაზარს კარგავენ და სკანდალი იმისთვის აწყობთ, რომ უხარისხო ტექნიკის შემოტანაზე პასუხი არ აგონ. ”ჩემი ინფორმაციით, წინა წლებში ჩატარებული ტენდერების შედეგად, 5 000 000-დან 6 000 000-მდე ამერიკული დოლარი რჩებოდა”, - უთხრა, თავის მხრივ, ”ვერსიას” სოფლის განვითარების საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში ნოე ხოზრევანიძემ.
”დიდი განხეთქილება ”ნაციონალურ მოძრაობაში” - ამ თემაზე კი გაზეთ ”კვირის ქრონიკაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ”თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორ თეა თუთბერიძესთან. თეა თუთბერიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის გარედან მიაწოდეს ინფორაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ცუდ თამაშს თამაშობდა და იგი რეალურად ”ქართულ ოცნებასთანაა” გარიგებული.