ორგანიზაცია „ვიკილიკსმა“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა 250 ათასამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრებს ასახავს. რა წერია ამ დოკუმენტებში საქართველოზე? ამის შესახებ სხვადასხვა - მათ შორის რუსული - გამოცემა ავრცელებს ცნობებს.
„ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები - ძირითადად ამერიკელი დიპლომატების შეხვედრებისას ევროპელ და რუს კოლეგებთან. საუბარია ტელეგრამებზე, რომლებიც გაგზავნილია აშშ-ის საელჩოებიდან მოსკოვში, პარიზსა და ბაქოში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მედიაში და ბლოგოსფეროში 29 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, თითქოს გაჟონილი ინფორმაციის დიდი ნაწილი თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილ დოკუმენტებს წარმოადგენდეს.
ამ მასალების თანახმად, აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, ეთანხმება სააკაშვილის განცხადებას, რომ [2008 წლის] ომი საქართველოს თავდაპირველ მიზანს არ წარმოადგენდა. ომის დაწყების პირველივე საათებში გაგზავნილ მესიჯში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები - რომლებსაც უნდა დაკისრებოდათ სამხრეთ ოსეთზე იერიშის მიტანის ვალდებულება - შვებულებაში იყვნენ, და ქართველებმა მობილიზაცია მხოლოდ 7 აგვისტოს მოახდინეს - მაშინ, როცა თავდასხმა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო.
თუმცა ეს ინფორმაცია თავად „ვიკილიკსის“ საიტზე ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული. როგორც ირკვევა, ტელეგრამები პირველად რუსეთში გამომავალმა „რუსკი რეპორტიორმა“ განათავსა თავის ვებსაიტზე. ეს გამოცემა არ შედის იმ ხუთ გაზეთს შორის, რომლებსაც „ვიკილიკსმა“ ოფიციალურად, წინასწარ გადასცა მოპოვებული დოკუმენტები. ესენია ბრიტანეთის „გარდიანი“, გერმანიის „შპიგელი“, ესპანეთის „ ელ პაისი“, საფრანგეთის „ლე მონდი“ და აშშ-ის „ნიუ-იორკ ტაიმსი“. მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, თავად „რუსკი რეპორტიორი“ აცხადებს, რომ მასაც ჰქონდა ”ვიკილიკსთან” შეთანხმება და ამ გზით მიიღო საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტები. „რუსკი რეპორტიორის“ თანახმად, თავიდან მან მიღებული მასალები სრულად გამოაქვეყნა, თუმცა შემდეგ ”ვიკილიკსის” თხოვნით მასალა ვებსაიტიდან აიღო. ინფორმაციის შემოწმების მიზნით, „ვიკილიკსთან“ დაკავშირება ჯერჯერობით არ ხერხდება.
რაც შეეხება ცნობებს, რომლებიც ”ვიკილიკსის” საიტზე არის გამოქვეყნებული, 2010 წლის თებერვალში პარიზში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილი დოკუმენტი აშშ-ისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების, რობერტ გეიტსისა და ერვე მორენის შეხვედრას ასახავს. ამ ტელეგრამის მიხედვით, გეიტსმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი გემის, ”მისტრალის”, მიყიდვის გეგმის თაობაზე. ტელეგრამის თანახმად, გეიტსმა „მორინს უთხრა, რომ სარკოზის ჩართულობის გამო საქართველოში საზავო ხელშეკრულებაში - რომელსაც რუსეთი სრულად არ იცავს - ეს მიყიდვის ფაქტი რუსეთს და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს პარტნიორებს არასწორ მესიჯს გაუგზავნის“. ტელეგრამის თანახმად, ამის პასუხად მორინს რიტორიკული შეკითხვა დაუსვამს - როგორ უნდა ვუთხრათ რუსეთს, რომ მასთან პარტნიორობა გვსურს, თუკი მას არ ვენდობითო; და ასევე აღუნიშნავს, რომ ერთი გემის მიყიდვა რუსეთის არცთუ სახარბიელო საზღვაო შესაძლებლობებს დიდად არ შეცვლის. ამის პასუხად კი, ტელეგრამის თანახმად, გეიტსს უთქვამს, აშშ-ს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები კი არა, გაგზავნილი მესიჯების საკითხი აშფოთებსო. ამავე ტელეგრამის მიხედვით, მორინს ნატოს გაფართოებაზეც უსაუბრია და უთქვამს, ალიანსში საქართველოს შესვლა მეხუთე მუხლს დაასუსტებსო. ეს მუხლი ალიანსის წევრების ერთიან თავდაცვას ეხება. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უთქვამს, ნატო ხმელთაშუაზღვისპირეთზე უნდა გაფართოვდესო და მორინს დასთანხმებია, რომ ამაზე უფრო დიდი ალიანსი „გამოწვევებს“ შექმნის.
საქართველოს შესახებ საუბარია 2009 წლის 16 სექტემბრის ტელეგრამაშიც, რომელიც საფრანგეთში აშშ-ის საელჩოდან არის გაგზავნილი და რომელშიც მოთხრობილია, რომ რამდენიმე დღით ადრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ გორდონი პარიზში შეხვედრია საფრანგეთის დიპლომატებს. შეხვედრისას უსაუბრიათ საქართველოს წყლებში დაკავებულ სატვირთო გემებზე, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. დიპლომატებმა გემების დაკავებას „საშიში“ პრეცედენტი უწოდეს. შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს - პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მრჩეველ დემიან ლორასს - აღუნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰყავს ფრანგი მრჩეველი, რომელმაც პარიზს აცნობა, რომ საქართველოს გემებს მიცემული აქვთ ცეცხლის გახსნის ბრძანება, თუკი ჯერ მათ დაესხმებიან თავს. ამას შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, და საფრანგეთის მესიჯი ის არის, რომ საქართველო არ უნდა აჰყვეს პროვოკაციას, რომ ეს მხოლოდ რუსეთის სასარგებლო ქმედება იქნებაო, ვკითხულობთ ტელეგრამაში. იქვე აღნიშნულია, რომ გორდონის თქმით, აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერის პოლიტიკას რუსეთის ზეწოლის მიუხედავად. ამავე დროს, აშშ ცდილობს პრეზიდენტი სააკაშვილი არ შეაგულიანოს ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც ვითარებას არ წაადგება.
გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორის რამდენიმე ეხება რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე. მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილი ერთ-ერთი ტელეგრამა ასახავს შეხვედრას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის 2009 წლის სექტემბერში. ტელეგრამის თანახმად, რუსეთის წარმომადგენლებმა - მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა - ვერშბოუს ჰკითხეს, რატომ ეხმარებოდა ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო სფეროში, როცა ეს დახმარება „კავკასიის რეგიონში სტაბილურობას“ უქმნიდა საფრთხეს. ამის პასუხად ვერშბოუს უთქვამს, რომ აშშ-ის მხრიდან სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში საქართველოსთვის დახმარების გაწევა „პრინციპის საკითხია“, თუმცა აშშ საქართველოს ხელახალ შეიარაღებას არ აწარმოებს, როგორც რუსეთი აცხადებსო. ვერშბოუს თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ლეტალური იარაღი არ მიეწოდება და გაწეული დახმარება მოიცავს წვრთნას, განათლებასა და ავღანეთის ოპერაციისთვის მზადებას. ამასთან, ტელეგრამის თანახმად, ვერშბოუს უთქვამს, რომ აშშ იარაღზე ემბარგოს არ ცნობს და მომავალში შეიძლება საქართველოს იარაღიც მიაწოდოს. ამავე შეხვედრაზე კარასინს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აშშ-ის პოტენციურ როლზეც უსაუბრია და უთქვამს, ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, ვინაიდან ამით სააკაშვილი არასწორ სიგნალს მიიღებს, რომ კიდევ შეუძლია ძალის გამოყენებაო.
მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან 2009 წლის აპრილში გაგზავნილი ტელეგრამის თანახმად, საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც შეეხო აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელ კარლ ლევინთან შეხვედრისას. ტელეგრამის მიხედვით, საქართველოს თემა მაშინ წამოიჭრა, როცა ლავროვმა ამერიკელ სენატორს უთხრა, რომ მოსკოვმა იმ მომენტისთვის შეწყვიტა S-300-ის ტიპის რაკეტების ირანისთვის მიყიდვა. თუმცა, ლავროვს იქვე აღუნიშნავს, რომ ირანისთვის ამ რაკეტების მიწოდება კანონდარღვევას არ წარმოადგენს და რომ S-300 მხოლოდ თავდაცვითი იარაღია. ლავროვის თქმით, რაც რუსეთმა ირანს მიჰყიდა, იქიდან არაფერი არ ყოფილა გამოყენებული ვინმეს წინააღმდეგ. აი, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული იარაღი კი რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენესო. ლავროვის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს არა აქვს უფლება საქართველოს იარაღი მიჰყიდოს. მაგრამ მოსკოვს არ სურს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამეორება.
სხვა ტელეგრამებიდან ირკვევა, რომ სერგეი ლავროვმა საქართველოს შეიარაღების საკითხი ისრაელის წარმომადგენლებთან შეხვედრებისასაც წამოჭრა. 2009 წლის ივნისში გაგზავნილ ტელეგრამაში ვკითხულობთ, რომ ლავროვი თავის ისრაელელ კოლეგას, ავიგდორ ლიბერმანს შეხვედრია და კმაყოფილება გამოუთქვამს იმის შესახებ, რომ ისრაელმა საქართველოს შეუზღუდა სამხედრო მომარაგება. მაგრამ, ლავროვს იქვე აღუნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები მაინც აწვდიან საქართველოს იარაღს, რაც „კიდევ ერთი თავგადასავლის“ დასაწყისი შეიძლება იყოსო.
2010 წლის თებერვლით დათარიღებულ კიდევ ერთ ტელეგრამას - რომელშიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსკოვში ვიზიტზეა საუბარი - მოჰყავს ისრაელელი დიპლომატის სიტყვები, რომ როგორც რუსეთის პარტნიორი, ისრაელი „ყურადღებით ეკიდება“ რუსეთის შეშფოთებას საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ. ისრაელს საქართველოსთან მეგობრული კავშირები აქვს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანიაო, უთქვამს დიპლომატს, ტელეგრამის თანახმად.
საქართველო კიდევ ერთ დოკუმენტშია ნახსენები - 2010 წლის თებერვალში ბაქოში აშშ-ის საელჩოდან გაგზავნილ ტელეგრამაში, რომელშიც აღწერილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსს შორის. ტელეგრამის თანახმად, ალიევი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ პროგრესის მიღწევის გარეშე თურქეთსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების რატიფიკაციას უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა - მათ შორის, ალიევის თანახმად, ეს ძირს გამოუთხრიდა ენერგეტიკულ პროექტებს, რაც საქართველოსაც დააზარალებდა, სხვადასხვა ფაქტორს შორის, სატრანზიტო გზიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვის გამოც.