ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებას ხელისუფლების ოპონენტები კვლავაც მაღალი რანგის სამხედრო პირების დაკავებას უკავშირებენ. განსაკუთრებული აქცენტი გაერთიანებული შტაბის უფროსზე, გენერალ გიორგი კალანდაძეზე კეთდება, რომელიც 9 ნოემბერს გირაოთი გაათავისუფლეს. ხელისუფლება გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა დაკავების პროცესმა საქართველო-ნატოს ურთიერთობები დააზარალოს. რატომ გადაიფიქრა ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოში სტუმრობა?
ნატო-საქართველოს ურთიერთობის დამუხრუჭებისა და შესაძლო გაუარესების შესახებ ხელისუფლების ოპონენტები 8 ნოემბერს ალაპარაკდნენ - მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან მოვიდა ცნობა ნატოს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის - სამხედრო კომიტეტის - ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია თბილისს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, გეგა მგალობლიშვილმა მოაწოდა და დააზუსტა, რომ ოფიციალური მიზეზი მისთვის არ უცნობებიათ. მედიის შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავებას, მგალობლიშვილმა უპასუხა, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიების გადადება, ბუნებრივია, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მწვავე განცხადებები და დისკუსია მოჰყვა როგორც მასმედიის საშუალებებში, ასევე სოციალურ
ქსელებში. ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მიერ 8 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ”სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება უკიდურესად ამცირებს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც თავისთავად ანელებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ამცირებს შანსებს 2014 წლის სამიტისთვის”.
ნატოს სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა სამხედრო მაღალჩინოსნების - გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ შამათავას - დაკავების ფაქტს დაუკავშირეს, თუმცა ყურადღება განსაკუთრებით კალანდაძეზე მახვილდებოდა და სწორედ ასეთი აქცენტი დასვა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 8 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას:
”სამან მოხდებოდა გენშტაბის უფროსის დაპატიმრება, იმ დღეს დილით ჩამოვიდა სამხედრო კომიტეტის წინასწარი ჯგუფი, რომელთანაც უკვე შეთანხმებული გვქონდა პროგრამის ბოლო დეტალები, პრეზენტაციები, მათი სათაურები და დროში გაწერილი გრაფიკი. ასე რომ, რაიმე კითხვის ნიშნები დაპატიმრების დღემდე ნატოს სამხედრო კომიტეტს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონია”.
ხმაურის ძირითადი მიზეზი - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე - უკვე გათავისუფლებულია. ის და მე-4 ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, რომლებსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჰქონდათ წაყენებული, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა გამოძიება გრძელდება და, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, დამნაშავის საკითხს არავითარი კავშირი არა აქვს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის თემასთან:
”გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, ცემა ხელებით, წიხლებით, მათთვის სამხრეების ჩამოხევა და ჯარისკაცის ღირსების დამცირება. გენერალი კალანდაძის მსგავსი ქმედებებით ჩვენ არ მივდივართ ნატოში, ჩვენ მივდივართ უფსკრულში”.
სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილის განმარტებით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება დროებით სახეს ატარებს და ეს იმით არის განპირობებული, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის კომიტეტის უმთავრესი მასპინძლის, ანუ გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელის, ვინაობა. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოსა და საქართველოს დაახლოების დამუხრუჭება მხოლოდ რეფორმების შეფერხებას შეუძლია და არა ამჟამად დასახელებულ მიზეზებს.
რატომ გადაიდო ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა? - ამ შეკითხვაზე პასუხის მოპოვებას რადიო თავისუფლება 9 ნოემბერს ბრიუსელში ცდილობდა. აქვე ვთქვათ, რომ 12-14 ნოემბერს იქ ელოდებიან საქართველოს დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 14 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ნატოს წარმომადგენელმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის გამხელა, 9 ნოემბერს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ბრიუსელში უთხრა, რომ, საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შემთხვევაში ორივე მხარეს გაუჭირდებოდა ასეთი ვიზიტით სათანადოდ სარგებლობა, რადგან ასეთი ვიზიტების მიზანია საქართველოს სამხედრო ლიდერებთან მოსაზრებების გაცვლა. ნატოს ოფიციალური პირის თქმით, მნიშვნელოვანია, სათანადო პროცესის სრული დაცვით და საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში იქნეს გამოძიებული ბრალდებები, რომლებიც წაუყენეს საქართველოში ბოლოხანს დაკავებულ ოფიციალურ პირებს. ამავე წყაროს ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ლიდერებთან საუბარში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდირება. ნატოს სამხედრო კომიტეტი განიხილავს ვიზიტის სხვა დროს დანიშნვის შესაძლებლობას.

სამან მოხდებოდა გენშტაბის უფროსის დაპატიმრება, იმ დღეს დილით ჩამოვიდა სამხედრო კომიტეტის წინასწარი ჯგუფი, რომელთანაც უკვე შეთანხმებული გვქონდა პროგრამის ბოლო დეტალები, პრეზენტაციები, მათი სათაურები და დროში გაწერილი გრაფიკი...ბათუ ქუთელია
ქსელებში. ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მიერ 8 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ”სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება უკიდურესად ამცირებს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც თავისთავად ანელებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ამცირებს შანსებს 2014 წლის სამიტისთვის”.
ნატოს სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა სამხედრო მაღალჩინოსნების - გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ შამათავას - დაკავების ფაქტს დაუკავშირეს, თუმცა ყურადღება განსაკუთრებით კალანდაძეზე მახვილდებოდა და სწორედ ასეთი აქცენტი დასვა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 8 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას:
”სამან მოხდებოდა გენშტაბის უფროსის დაპატიმრება, იმ დღეს დილით ჩამოვიდა სამხედრო კომიტეტის წინასწარი ჯგუფი, რომელთანაც უკვე შეთანხმებული გვქონდა პროგრამის ბოლო დეტალები, პრეზენტაციები, მათი სათაურები და დროში გაწერილი გრაფიკი. ასე რომ, რაიმე კითხვის ნიშნები დაპატიმრების დღემდე ნატოს სამხედრო კომიტეტს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონია”.
გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა, ცემა ხელებით, წიხლებით, მათთვის სამხრეების ჩამოხევა და ჯარისკაცის ღირსების დამცირება. გენერალი კალანდაძის მსგავსი ქმედებებით ჩვენ არ მივდივართ ნატოში, ჩვენ მივდივართ უფსკრულში...თეა წულუკიანი