26 მაისი თბილისში

Your browser doesn’t support HTML5

26 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ამავე დღეს ფიცი დადო საქართველოს შეიარაღებული ძალების 200-მდე წვევამდელმა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სახელმწიფო სტრუქტურებმა და კერძო კომპანიებმა გამართეს თავიანთი საქმიანობის ამსახველი სტენდები, ჩატარდა თეატრალიზებული სანახაობები. რუსთაველზე გასასეირნებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მისი შენარჩუნება მხოლოდ არასრული სამი წლით შეძლო. დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის მერე, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოხერხდა.