თბილისი გენერალური გეგმის მოლოდინში

Your browser doesn’t support HTML5

5 თებერვალს დედაქალაქის საკრებულოში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის განხილვა შედგა. მიუხედავად მოწვევისა, სხდომას არც უმრავლესობის წევრები დასწრებიან და არც თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. გეგმა 2017 წლის მაისში უნდა დამტკიცებულიყო. დედაქალაქის მერიამ გეგმაში ხარვეზები აღმოაჩინა და პროცესში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გეგმა არ შეიცავს ისეთი ტიპის ხარვეზებს, რომელიც ხანგრძლივ დისკუსიას საჭიროებს. მათი ვარაუდით, გეგმა თებერვლის ბოლოს დამტკიცდება.