რა ამოძრავებს "პარტიზან მებაღეებს"?

Your browser doesn’t support HTML5

„პარტიზანი მებაღეების“ ამბავი ყველამ იცის - და არა მარტო მებაღეობით, ან გარემოს დაცვით, არამედ თავდადებული ბრძოლითა და მუდამ აქტიური სამოქალაქო პოზიციით. იმდენად აქტიურით, რომ უკვე საყვედურით ურეკავენ კიდეც, სად იყავით ესა და ეს რომ ხდებოდაო, ან იქა და იქ მშენებლობისთვის ხეებს ჭრიან და სასწრაფოდ მიხედეთო. ამაზე ეღიმებათ და მიდიან, და იბრძვიან... მაგრამ მათი საქმიანობის მთელი ხიბლი, გადამდები სამოქალაქო პოზიციაა, მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა ჩაუარო გულგრილად რაღაცას, რაც არ მოგწონს, შენი ქალაქი თუ ქვეყანა შენად აღიქვა და დაიცვა. პარტიზანობა საქართველოში ქალმა შემოიტანა. განსაკუთრებულმა ქალმა - ნატა ფერაძემ. დღეს ის არის ჩვენი სტუმარი, მარიამ ბაქრაძესთან ერთად და ჩვენ „პარტიზანი მებაღეების“ 3 წელიწადს ვიხსენებთ. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.